
ჩვენს შესახებ
AISI 304 და AISI 316 უჟანგავი მეტალის პროდუქციის დამზადება ინდივიდუალური შეკვეთით.

ზუსტი წარმოება, გამძლე კონსტრუქცია და სუფთა შედეგი
„ფოლადი 2023“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის AISI 304 და AISI 316 უჟანგავი მეტალისგან დამზადებულ პროდუქციას რესტორნებისთვის, სახლებისთვის, საწარმოებისა და სამედიცინო ობიექტებისთვის.
ჩვენ ვამზადებთ სარესტორნო და საოჯახო სამზარეულოს ინვენტარს, წყლის რეზერვუარებს, ყველის ქარხნებისთვის საჭირო დანადგარებსა და რეზერვუარებს, კედლის თაროებს, საცხობი ღუმელებისთვის განკუთვნილ სადგამებსა და სტელაჟებს, ცივ და ცხელ სავიტრინო ხაზებს, რესტორნის ნიჟარებს, სამუშაო მაგიდებსა და სხვა საჭირო ინვენტარს.
